воскресенье, 14 мая 2017 г.

ტრენინგი IX დღე

სასწავლო პროექტი აქტიური, მიზანმიმართული სწავლების საშუალებას იძლევა. იგი პრობლემის გადაჭრის ან ინიციატივის განხორციელებისაკენ მიმართული მრავალფეროვანი სამუშაოა, რომლის დროსაც ვითარდება კვლევითი, შემოქმედებითი, თანამშრომლობითი და საკომუნიკაციო უნარები. პროექტებზე მუშაობის დროს რეალური პრობლემის გადაჭრისას მოსწავლეები შეძენილ ცოდნასა და უნარ- ჩვევებს იყენებენ პრაქტიკაში. პროექტებით სწავლება იწვევს მოსწავლეთა მოტივირებას და ზრდის მათ პასუხისმგებლობას.ისინი მეტი ხალისით ასრულებენ სამუშაოებს, მაშინაც კი, თუ მათი შესრულება ხანგრძლივ ძალისხმევას მოითხოვს.
სწორედ ეს ტრენინგი იყო სავსე იმ ინფორმაციებით, რომელებიც დამეხმარება უფრო ეფექტურად, სწორად და სრულყოფილად დავგეგმო და წარმართო სასწავლო პროექტები, დავხვეწო შეფასების რუბრიკები,უფრო უკეთესად დავეუფლო ტექნოლოგიებს.

მადლობა ჩვენს ტრენერს, ქალბატონ დიანა მიქაძეს, საინტერესო და ნაყოფიერი ტრენინგისათვის, მადლობა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს და კორპორაცია ინტელს
  ტრენინგი VIII დღე

განვიხილეთ ერთმანეთის ნამუშევრები, მივიღეთ უკუკავშირი, რაც დამეხმარა პროექტის სრულყოფაში. ვისაუბრეთ ფასილიტაციაზე, მივიღეთ კიდევ უფო მეტი ინფორმაცია, თუ როგორ ჩავრთო სსმ მოსავლე სასწავლო პროექტში. დაწვრილებით გავეცანით გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის თეორიას.
ტრენინგი VII დღე
გავიარეთ მეხუთე მოდული, განვიხილეთ შეფასების ფორმები, ძალიან საინტერესოდაა ახსნილი წიგნში. ეს ყველაფერი დამეხმარება სწორად მოვარგო ჩემს პროექტს შეფასების ფორმები, ზოგადად ვისაუბრეთ ფასილიტაცია.



ტრენინგი VI დღე

ნაყოფიერი და საინტერესო დღე იყო.
 ერთმანეთს  ნაშრომები გავუზიარეთ,მივიღეთ რჩევები უკუკავშირისთვის.გავეცანით კომენტარის გაკეთების ხერხებს.განვიხილეთ გეგმის ნიმუშები,
შევინახეთ ჩვენ საქაღალდეში საჭირო მასალა.ვისაუბრეთ საავტორო უფლებების აუცილებლობაზე.,ვისწავლეთ ბმულების დაკოპირება და ჩასმა.




воскресенье, 7 мая 2017 г.

ტრენინგის V დღე
ტრენინგი IV დღე
                                                        
     დღეს   ვისაუბრეთ ზოგადი,  თემატური  და შინაარსობრივი  კითხვების  გააზრებაზე.  მოსწავლეთა  გააქტიურება  მიმართულების  მიმცემი  საკვანძო  კითხვებით.  სწორი   შეკითხვების  დასმით  შევძლებ   მოსწავლეებს დავეხმარო   მოტივაციის  ამაღლებასა და  დამოუკიდებელი  მუშაობის   უნარების  განვითარებაში.   მივიღე   სასარგებლო  რჩევები   ზოგადი  შეკითხვების ფორმულირებისათვის.  გავეცანი  სასწავლო  პროექტის  გეგმის ჩეკლისტს.