ტრენინგი IX დღე
სასწავლო პროექტი აქტიური, მიზანმიმართული სწავლების საშუალებას იძლევა. იგი პრობლემის გადაჭრის ან ინიციატივის განხორციელებისაკენ მიმართული მრავალფეროვანი სამუშაოა, რომლის დროსაც ვითარდება კვლევითი, შემოქმედებითი, თანამშრომლობითი და საკომუნიკაციო უნარები. პროექტებზე მუშაობის დროს რეალური პრობლემის გადაჭრისას მოსწავლეები შეძენილ ცოდნასა და უნარ- ჩვევებს იყენებენ პრაქტიკაში. პროექტებით სწავლება იწვევს მოსწავლეთა მოტივირებას და ზრდის მათ პასუხისმგებლობას.ისინი მეტი ხალისით ასრულებენ სამუშაოებს, მაშინაც კი, თუ მათი შესრულება ხანგრძლივ ძალისხმევას მოითხოვს.
სწორედ ეს ტრენინგი იყო სავსე იმ ინფორმაციებით, რომელებიც დამეხმარება უფრო ეფექტურად, სწორად და სრულყოფილად დავგეგმო და წარმართო სასწავლო პროექტები, დავხვეწო შეფასების რუბრიკები,უფრო უკეთესად დავეუფლო ტექნოლოგიებს.
მადლობა ჩვენს ტრენერს, ქალბატონ დიანა მიქაძეს, საინტერესო და ნაყოფიერი ტრენინგისათვის, მადლობა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს და კორპორაცია ინტელს